პროექტები და ღონისძიებები


  1. პროექტის სახელწოდება  "ოპერა,სინთეზური ხელოვნება"
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)"რატომ მომწონს საოპერო სპექტაკლი"
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან მუსიკის ამ ჟანრს, უჩნდებათ ინტერესი დაესწრონ სპექტაკლებს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი და უცხოელი ცნობილი კომპოზიტორების საოპერო შემოქმედებას, გამოუმუშვდებათ თეატრსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე ქცევის უნარ-ჩვევები
  5. მონაწილეთა ასაკი13-14წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა/ ერთი სემესტრი
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ჩაატარებენ ღონისძიებას სკოლის მასშტაბით,მსმენელებს წარუდგენენ აუდიო და ვიდეო მასალას კომპოზიტორების, ცნობილი საოპერო შემსრულებლების შესახებ. 
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, წიგნები, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი,ფოტოები
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასის დაყოფა მიზნობრივ ჯგუფებად,თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული დავალების მიცემა გარკვეულ დროში:აუდიო-ვიდეო მასალის მოძიება, კოსტიუმების და დეკორაციების შექმნა მინი- სპექტაკლისთვის, საოპერო სპექტაკლებზე დასწრება,მინი-სპექტაკლის მომზადება. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეები იძიებენ ოპერის ლიტერატურულ პირველწყაროს,იღებენ ცოდნას, თუ რა როლი აქვს სახვით ხელოვნებას სპექტაკლის დადგმაში. 
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): დარეჯან სუთიძე
  12. ხელმძღვანელის ელფოსტა:darejansutidze1955jmail.com
  13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: darejansutidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment